ქუთაისის მოსახლეობას მიმდინარე საპროფილაქტიკო სამუშაოების გამო დღეს სასმელი წყალი არ ექნება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, მსგავსი საპროფილაქტიკო სამუშაოები, ყოველ თვეში ტარდება.
ქუთაისს წყალმომარაგება ხვალიდან აღუდგება.