28 წლის სპორტსმენმა როს ეჯელიმ, ექსტრემალური მეთოდის გამოყენებით, 24 საათში 11 კილოგრამი დაიკლო. ამასთან, მან წელის გარშემოწერილობა დაახლოებით 10 სმ-ით შეამცირა.
საკუთარი მაგალითით, როსი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სხეულის მასა ბევრი ფაქტორის ზემოქმედებით იცვლება და არა მხოლოდ დაკლებული ცხიმის რაოდენობით.
ათლეტის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მაქსიმალური რაოდენობის სითხე ინტენსიური ოფლდენითა და შარდმდენი პრეპარატების მიღებით დაეკარგა.
ორგანიზმში წყლის მკვეთრ შემცირებას შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს, რადგან იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირებისა და სისხლის ნორმალური მოცულობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. ამ ექსპერიმენტის ექიმების მეთვალყურეობის გარეშე ჩატარება არ ღირს.
საკუთარი ცდა მან ძალიან ცხელი მარილიანი აბაზანის მიღებითა და შარდმდენი მცირე რაოდენობის წყლის სმით დაიწო. ეჯელიმ 24-საათიანი რაციონიდან მარილი მთლიანად ამოიღო, რადგან იგი ორგანიზმში წყალს ინარჩუნებს და შედეგად შეშუპებების წარმოქმნას იწვევს. მოგვიანებით მამაკაცი საუნაში წავიდა, შემდეგ კი სპორტდარბაზში. მთელი ამ დროს მანძილზე მას არაფერი დაულევია.
აღნიშნული პროცედურების დაძლევის შემდეგ, ეჯელიმ ერთ დღე-ღამეში 11 კგ დაიკლო და ამაღლებული განწყობა შეინარჩუნა. თუმცა, ათლეტმა აღიარა, რომ მისი მეთოდი სახიფათო და არასასიამოვნო აღმოჩნდა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.