განიხილება თუ არა გურიის გუბერნატორის პოსტზე პოლიციის უფროსის კანდიდატურა?

განიხილება თუ არა გურიის გუბერნატორის პოსტზე პოლიციის უფროსის კანდიდატურა?

გურიის გუბერნატორის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი განიხილება. ბიძინა ივანიშვილის მეგობრისა და თანაკურსელის დავით დარჩიას კანდიდატურა კი, ამ ეტაპზე "დაბლოკილია".

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ფერსაშვილი თბილისში დაიბარეს და სწორედ მაშინ შესთავზეს რწმუნებულის თანამდებობა. მართალია, ის შეთავაზებაზე უარს აცხადებს, თუმცა თემა ჯერ დახურული არ არის და გურიის გუბერნატორად კვლავ იგი განიხილება.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გოჩა ფერსაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ხოლო დავით დარჩიას, რომელიც აქამდე მის შესაძლო დანიშვნას არ მალავდა, მიაჩნია, რომ ფერსაშვილის კანდიდატურის განხილვა რეალური არ არის. "ვერაფერს გეტყვით, არაფერი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, არ მეჩვენება ფერსაშვილის კანდიდატურა რაღაც რეალურად. არა მგონია, ეს სიმართლე იყოს", - ამბობს დარჩია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა