კუნძულ ოტოიაზე მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი დახმარებას ითხოვს

კუნძულ ოტოიაზე მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი დახმარებას ითხოვს

2011 წელს ნორვეგიაში, კუნძულ ოტოიაზე მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილის დეიდაშვილს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და გადაუდებელი ოპერაცია - ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება, რაც 100 000 დოლარი ჯდება. 25 წლის მაია მიქაუტაძის დასახმარებლად სოციალურ ქსელებში სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდია გახსნილი.

"ოპერაციის ჩატარების სირთულიდან გამომდინარე, საქართველოში მისი გაკეთება შეუძლებელია. მაიას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს თურქეთში, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თანხის მოგროვება ოჯახს დამოუკიდებლად არ შეუძლია", - აცხადებენ მაია მიქაუტაძის ახლობლები.

მიქაუტაძის ნათესავების ინფორმაციით, მას ლეიკემიის დიაგნოზი პირველად 9 წლის ასაკში დაუდგინეს და მაშინ მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა. ექიმების რეკომენდაციით, მუდმივად უტარდებოდა შესაბამისი გამოკვლევები, თუმცა 15 წლის შემდეგ დაავადება ისევ გაუმეორდა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა