ქრისტიანი მესხების სოლიდარობის ნიშნად მარხულობს

ქრისტიანი მესხების სოლიდარობის ნიშნად მარხულობს

ზურაბ მამალაძე მაჰმადიანი მესხების პრობლემებს ორ ათეულ წელზე მეტია სწავლობს და ამ პრობლემების გადაწყვეტაში მათთვის დახმარებას ცდილობს. მან მესხების სამშობლოდან გადასახლების 69 წლისთავთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად, მუსლიმური წესით 7-დან 15 ნოემბრამდე იმარხულა. "ქრისტიანი ვარ, მაგრამ ეს გავაკეთე ჩვენი მუსლიმი ძმების თანაგრძნობის და პატივისცემის მიზნით. როგორც მუსლიმები აკეთებენ მარხვისას, დღისით არც წყალს ვსვამდი და არც ვჭამდი”, - ამბობს მამალაძე.

მამალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მაჰმადიანი მესხები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. "კანონი რეპატრიაციის შესახებ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, არის ანტიჰუმანური და სამარცხვინო. მესხების გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. ის, რომ ქართველი ხალხი არაა მზად მათ მისაღებად, ეს მაჰმადიანი მესხების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალია. სიმართლე თუ ეცოდინება ხალხს, დარწმუნებული ვარ, ქუჩებშიც კი გამოვლენ, მათი დაბრუნების მოთხოვნით", - ამბობს მამალაძე.

შეგახსენებთ, სამხრეთ საქართველოდან სატვირთო ვაგონებით 80 ათასამდე მაჰმადიანი მესხი 1944 წლის 15 ნოემბერს გაასახლეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა