თუ მუშაობთ, დიდი შანსია 35 წლამდე ვერ გათხოვდეთ

თუ მუშაობთ, დიდი შანსია 35 წლამდე ვერ გათხოვდეთ

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ თუ ქალს ოჯახის შექმნა სურს, კარგი სამსახურის მოძებნა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კაცის.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ თანამედროვე ქალები იმდენად კარიერისტები არიან, რომ 35 წლის ასაკში შვილი არ ჰყავთ.

ოფიციალური სტატისტიკით, დროებით დასაქმებული ქალები პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს იშვიათად დგამენ, მაგრამ გაცილებით თამამად იქცევიან ისინი, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს და კონტრაქტით მუშაობს. ადელაიდის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის ორგანიზატორი ვივიენ მური თვლის, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკას უკავშირდება. პროფესორის თქმით, დღეს გოგონები ფულისკენ ისწრაფვიან და ოჯახის შექმნის მთავარ პირობად ეკონომიურ უსაფრთხოებას მიიჩნევენ.

"ვფიქრობ, ამ საკითხს მეტი სერიოზულობით და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ - განათლებული ქალი ფოკუსირებულია კარიერაზე და ამის ხარჯზე პირადი ცხოვრების თემა წლობით უკანა პლანზე გადააქვს", - ამბობს ვივიენი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს