სასულიერო პირის წინააღმდეგ შეგროვილი ხელმოწერები სადავო ხდება

სასულიერო პირის წინააღმდეგ შეგროვილი ხელმოწერები სადავო ხდება

გორის რაიონის სოფელ ვარიანში სასულიერო პირის დეკანოზ გრიგოლის (გოგიჩაძე) მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის და ფერმის დანგრევის მოთხოვნით შედგენილი საჩივარი სადავო ხდება. რამდენიმე ხელმომწერი აცხადებს, რომ განცხადებაზე ხელი, შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერინეს. "როცა მომიტანეს განცხადება ხელის მოსაწერად, ვიცოდი, რომ ხელს საძოვრების შესახებ საბუთს ვაწერდი. ნამდვილად არ მომიწერია ხელი მამაოს წინააღმდეგ. მაგას როგორ გავაკეთებდი", - ამბობს სოფლის მკვიდრი ასმათ კოპაძე.

სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვახტანგ ბერკაცაშვილის თქმით, საქმე იქამდე მიდის, რომ სადავო მიწა ჩამორთმეული იქნება, ხოლო მასზე აშენებული ფერმა დაინგრევა. "თუ ერთი ადამიანი ამბობს, რომ მან არ იცის ხელი რაზე მოაწერა, ეს მისი პრობლემაა. როდესაც ხელს აწერდა, არ უნდა ეკითხა, რაზე აწერდა ხელს? წერილს მეც მოვაწერე ხელი, როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა და მიმაჩნია, რომ სასულიერო პირს მიწა უკანონოდ აქვს, სადაც ფერმა ასევე უკანონოდ ააშენა", - ამბობს ბერკაცაშვილი.

დეკანოზი გრიგოლის (გოგიჩაძე) განცხადებით, მის წინააღმდეგ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მაღალი იერარქიის ადგილობრივი სასულიერო პირების დახმარებით მოქმედებენ. "მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა, უწმინდესმა შეგვარიგა მე და გორის ეპისკოპოსი მეუფე ანდრია, მას შემდეგ კვლავ არ წყდება ჩემს წინააღმდეგ თავდასხმები. არ არის გამოძიებული ჩემი ფერმის და სახლის დაწვის ფაქტები. რეგიონის პოლიცია პოლიტიზირებულია და ადგილობრივი პარლამენტარების და ხელისუფლების წარმომადგენლების გავლენით მოქმედებს", - ამბობს დეკანოზი.

დეკანოზი იმედს ახალი გუბერნატორზე ამყარებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა