რუსეთში, ივანოვოს ოლქში პოლიციელმა ძაღლის გადარჩენის დროს უბედური შემთხვევის პროვოცირება გამოიწვია.
ქალაქ ვიჩუგაში სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის 38 წლის გამომძიებელმა 28 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ძებნაში იყო და მისი მილიციაში მიყვანა საკუთარი ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილით გადაწყვიტა. დაკავებულის დედამ მასთან ერთად წასვლა მოისურვა.
გზაზე პოლიციელი სავალ გზაზე მოულოდნელად გამოქცეულ ძაღლს მოერიდა და შემხვედრ ზოლზე გადავიდა. შედეგად, მისი ავტომობილი Honda CR-V-ს დაეჯახა, რომელშიც მძღოლის გარდა, ქალი და მისი პატარა ქალიშვილი იმყოფებოდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკავებულის დედა ადგილზე გარდაიცვალა. მისი ვაჟს და Honda CR-V-ის მძღოლს ფეხები დაემტვრათ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველი, ქალი და გოგონა უმნიშვნელოდ დაშავდნენ.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.