ქუთაისში ერთდროულად 4 კომერციული ობიექტი გაძარცვეს

ქუთაისში ერთდროულად 4 კომერციული ობიექტი გაძარცვეს

ქუთაისში, ფალიაშვილის 16-ში არსებული 4 კომერციული ობიექტი: სასურსათო მაღაზია, ვალუტის პუნქტი, მობილურებისა და ციფრული ტექნიკის განყოფილებები გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, ძარცვის შედეგად 16 მობილური ტელეფონი და 14 ციფრული ვიდეოკამერაა გატანილი, რომელთა საერთო ღირებულება 2500 ლარია. ხოლო სასურსათო განყოფილებას 300 ლარამდე ღირებულების სურსათი აკლია.

მძარცველებმა მაღაზიაში შესვლამდე შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალები მოხსნეს და ერთ-ერთი სათავსოდან შევიდნენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა