ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორებად პოლიციის მაღალჩინოსნები ინიშნებიან?

ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორებად პოლიციის მაღალჩინოსნები ინიშნებიან?

ქვეყნის მასშტაბით, ყველა მხარეში გუბერნატორებად სუს-ის ან სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსები დაინიშნებიან. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, პრეზიდენტის რწმუნებულების კანდიდატურებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. რაც შეეხება გურიას, ამ შემთხვევაში რეგიონის გუბერნატორად, შს სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი განიხილება. თუმცა, ზემოაღნიშნულ ინფორმაციებს არც პრემიერის აპარატში და არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ ადასტურებენ.

"გურია ნიუსის" წყაროს მტკიცებით, ფერსაშვილის გუბერნატორობა უკვე გადაწყვეტილია. მის ერთ-ერთ ლობისტად ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი ითვლება. ფერსაშვილს სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტზე რეკომენდაცია სწორედ პრემიერის ძმამ გაუწია. ეს კი იმ სქემის გაშიფრისთვის, რომლითაც არჩევნების წინ, ადიკო ივანიშვილის ვაჟი, ემზარ ივანიშვილი ქრთამის მიცემის დროს გადაიღეს. ზოგადად კი, ფერსაშვილის პოლიციური კარიერა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა