ლექსო მაჭავარიანი - ქეცბაიას უთავმოყვარეო ღიპიანი არაპროფესიონალების ჯოგი აქვს ჩაბარებული

ლექსო მაჭავარიანი - ქეცბაიას უთავმოყვარეო ღიპიანი არაპროფესიონალების ჯოგი აქვს ჩაბარებული

"ტაბულა ART"-ის რედაქტორი ლექსო მაჭავარიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ექომაგება.

"ქეცბაია უნდა დარჩეს ნაკრების მწვრთნელად.

უთავმოყვარეო ღიპიანი არაპროფესიონალების ჯოგი აქვს კაცს ჩაბარებული და შემტევ ფეხბურთს რატომ არ ათამაშებო, პრეტენზიას უყენებენ. 90-იან წლებში ერთადერთი ფეხურთელი იყო ქეცბაია ნაკრებში, ყველა თამაშს თავდაუზოგავად რომ თამაშობდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ინგლისს ხვდებოდა თუ მოლდოვას.

არსებობს ისტორია, რომელიღაც მატჩის წაგების შემდეგ რომ ბრუნდებოდნენ თვითმფრინავით ნაკრების ფეხბურთელები და სმა და სიცილ-ხარხარი ჰქონდათ გაჩაღებული სალონში. თემური იჯდა, იჯდა თავის ადგილზე, ბოლოს ვერ მოითმინა, წამოხტა, მივარდა ამ ფეხბურთელებს და რა გაცინებთ, თამაში წააგეთ, ინერვიულეთ ბლიაძ, ინერვიულეთო უყვირა.

იგივე მოთხოვნები აქვს დღესაც ფეხბურთელების მიმართ. ამიტომაც არ მოსწონთ.

ტოპმიოლერი, ბოსკამპი, კუპერი, ჟირესიც იყო როგორც მახსოვს ჩვენი ნაკრების მწვრთნელი. როგორ ხდება, რომ ყველა მწვრთნელი მტყუანია და თქვენ მართლები?)

ვისაც ქეცბაია არ გევასებათ, ალტერნატიული საქართველოს ნაკრები ჩამოაყალიბეთ მაგის გაყრილი ფეხბურთელებით, მწვრთნელი შეურჩიეთ და ქეცბაიას ნაკრებთან ათამაშეთ. ვნახოთ, ვინ მოიგებს.

კაცს აქვს კონტრაქტი და კიდევ 2 წელი უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი. დასრულდება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და წავა. რატომ ვერ ითმენთ?

მე კიდევ ვფიქრობ, რომ დედამ***ლი ნაკრები გუნდს დაამსგავსა", - წერს მაჭავარიანი.

იხილეთ ასევე: სერგი კაპანაძე თემურ ქეცბაიაზე - "მაინც მართალია ეს კაცი! ვაცადოთ რა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს