2 წლის ქართველი ბი­ჭუ­ნა, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო რუ­კა იცის

2 წლის ქართველი ბი­ჭუ­ნა, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო რუ­კა იცის

თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, 2 წლის რო­მას­თ­ვის გარ­თო­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა მსოფ­ლიო რუ­კის შეს­წავ­ლა გახ­ლავთ. ბავ­შ­ვ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა და მსოფ­ლიო რუ­კის 80% უკ­ვე აით­ვი­სა. ამ­ჟა­მად, დრო­შე­ბი აინ­ტე­რე­სებს... მი­სი ასა­კი­სათ­ვის უც­ნა­უ­რი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ბი­ჭუ­ნას­თან სა­უ­ბა­რი ვერ შევ­ძე­ლი: თა­ნა­ტო­ლე­ბის მსგავ­სად, სა­ბავ­შ­ვო გა­და­ცე­მე­ბი მა­საც უყ­ვარს და ჩემ­თან სა­უ­ბარს ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა არ­ჩია. სა­მა­გი­ე­როდ, ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭუ­ნას შე­სა­ხებ მა­მა­მისს ვე­სა­უბ­რე.

და­ვით გრძე­ლი­ძე, რო­მას მა­მა:

- რო­მა ჯერ კი­დევ წლის და 2 თვის იყო, რო­ცა რუ­კით და­ინ­ტე­რეს­და: სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა რო­მას ძმე­ბის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში გაკ­რუ­ლი გვაქვს. არ ვი­ცი, ბი­ჭუ­ნა ფე­რებ­მა და­ა­ინ­ტე­რე­სა თუ რა მოხ­და, მაგ­რამ იმ ად­გი­ლას რომ გა­ივ­ლი­და, რუ­კას თითს და­ა­დებ­და და გვა­ნიშ­ნებ­და (მა­შინ ლა­პა­რა­კი არ იცო­და) - ეს რა არი­სო? დე­და­მის­მა აუხ­ს­ნა - ეს ფო­თია, ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი... მე­ო­რე დღეს ვე­კითხე­ბო­დით, რუ­კა­ზე სად მდე­ბა­რე­ობ­და მა­გა­ლი­თად - ფო­თი? ნას­წავ­ლი არ ავიწყ­დე­ბო­და. ყო­ველ­დღე თი­თო ქა­ლა­ქის მდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ვე­უბ­ნე­ბო­დით. ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქე­ბი რომ შე­ის­წავ­ლა, "ხმე­ლეთ­ზეც" გად­მო­ვე­დით - მიჰ­ყ­ვა და მიჰ­ყ­ვა... წლი­ნა­ხევ­რი­სამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა თით­ქ­მის მთლი­ა­ნად აით­ვი­სა. პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­საც (ბაღ­და­თი, ვა­ნი, ვა­ლე, აბას­თუ­მა­ნი...) და­უბ­რ­კო­ლებ­ლად პო­უ­ლობ­და.

- რუ­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბია თუ რად­გან იმახ­სოვ­რებ­და, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ას­წავ­ლი­დით?

- ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბია, პი­რი­ქით - გა­სარ­თო­ბად რუ­კა უფ­რო აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე - სა­თა­მა­შო­ე­ბი. ახ­ლა მსოფ­ლიო რუ­კა მო­ვი­ტა­ნეთ. ერ­თი ხა­ლი­ჩა­ზეც და­ფე­ნი­ლი აქვს. ზედ დაწ­ვე­ბა და ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ გვე­კითხე­ბა, - ეს რა არი­სო? ბევ­რი მეც არ ვი­ცო­დი... წი­ნათ თუ ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბას ვე­უბ­ნე­ბო­დით და რო­მა რუ­კა­ზე თი­თით გვიჩ­ვე­ნებ­და, ახ­ლა შეგ­ვიძ­ლია, თი­თით ჩვენ ვა­ნიშ­ნოთ, ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა კი თა­ვად თქვას.

- სიტყ­ვა "ქვეყ­ნის" მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა თუ იცის?

- არა მგო­ნია, რომ ჯერ ეს ეს­მო­დეს, მაგ­რამ რო­მას მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, გუ­შინ წვე­უ­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვით. ბი­ჭუ­ნამ ჟან­გი­ა­ნი ღო­ბე და­ი­ნა­ხა, რო­მელ­საც ალაგ-ალაგ სა­ღე­ბა­ვი გაც­ლი­ლი ჰქონ­და. ფი­გუ­რე­ბი კონ­ტი­ნენ­ტებს მი­ამ­ს­გავ­სა. ღო­ბეს­თან მი­მიყ­ვა­ნა და მითხ­რა: ეს აფ­რი­კაა, ეს - ავ­ს­ტ­რა­ლიაო. იმ ღო­ბე­საც რუ­კას ეძახ­და.

- ალ­ბათ, რუ­კა ძმებ­ზე უკეთ იცის, არა?

- მარ­თა­ლია. ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი 16 წლის არის, შუ­ა­თა­ნა - 14-ის. რო­მა პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლი გახ­ლავთ. შინ, სა­დაც სა­ლო­ცა­ვი კუთხე გვაქვს, ბავ­შ­ვი მი­დი­ო­და და პატ­რი­არ­ქის სუ­რათს კოც­ნი­და. შემ­დეგ სუ­რა­თი ძი­რი­თად ოთახ­ში (სა­დაც ხში­რად ვართ) გა­მოგ­ვა­ტა­ნი­ნა და გვა­ი­ძუ­ლა, იქ დაგ­ვე­დო. სუ­რათ­თან ხში­რად მი­დი­ო­და.

- მშობ­ლე­ბი რა პრო­ფე­სი­ის ბრძან­დე­ბით? გე­ოგ­რა­ფი­ას­თან კავ­ში­რი თუ გაქვთ?

- მე­უღ­ლე ბი­ო­ლო­გია, მაგ­რამ პა­ტა­რას გა­მო ამ­ჟა­მად არ მუ­შა­ობს. მე კი 20 წე­ლია, სტო­მა­ტო­ლო­გად ვმუ­შა­ობ.

- რო­მას შე­სა­ხებ კი­დევ რას გვეტყ­ვით, რო­გო­რი ბავ­შ­ვია?

- ძმებ­თან შე­და­რე­ბით მეტყ­ვე­ლე­ბაც ად­რე და­იწყო. დედ­მა­მიშ­ვი­ლებს მო­ფე­რე­ბით სა­ხე­ლებს არ­ქ­მევ­და. მა­გა­ლი­თად, უფ­როს ბიჭს თორ­ნი­კე ჰქვია. რო­ცა რო­მას სურს, რომ თორ­ნი­კემ რა­ი­მე სურ­ვი­ლი შე­უს­რუ­ლოს, ძმას "კო­კოს" ან "კო­კუ­ჩი­ას" ეძა­ხის, სხვა დროს კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხე­ლით მი­მარ­თავს... ახ­ლა აფ­რი­კა­ში შე­მა­ვა­ლი ქვეყ­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ის­წავ­ლა და რუ­კის გა­რე­შეც იცის - აფ­რი­კას რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი ეკუთ­ვ­ნის. გუ­შინ მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით და ვე­კითხე­ბო­დი, - აბა, აფ­რი­კა­ში რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი შე­დის-მეთ­ქი? 4-5 ქვე­ყა­ნა ჩა­მოთ­ვა­ლა. ჯუ­ჯა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, მსოფ­ლიო რუ­კის 80% ათ­ვი­სე­ბუ­ლი აქვს. რუ­კის ქვე­მოთ სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის დრო­შე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი რო­მამ თვი­თონ ამო­ირ­ჩია და მათ შე­სა­ხებ გვკითხა. გუ­შინ­წინ ბან­გ­ლა­დე­შის დრო­შას და­ა­დო ხე­ლი - ეს რა არი­სო? ეტყო­ბა, ფე­რე­ბი მო­ე­წო­ნა. წი­ნათ მეც არ ვი­ცო­დი - ბან­გ­ლა­დე­შის დრო­შით ცხოვ­რე­ბა­ში არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ. ფე­რებ­საც ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რებს. ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა აინ­ტე­რე­სებს. ახ­ლა­ხან "ბიბ­ლუ­სი­დან" ან­ბა­ნი მო­ვუ­ტა­ნეთ. და­ინ­ტე­რეს­და - ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რებს...

რო­მას კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა რომ აქვს, ფაქ­ტია, მაგ­რამ და­ვინ­ტე­რეს­დი - თუ­კი ბავ­შ­ვ­მა "ქვეყ­ნის" მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც არ იცის, 2 წლის ასაკ­ში მის­თ­ვის მსოფ­ლიო რუ­კის ცოდ­ნა ზედ­მე­ტი ხომ არ არის? პა­ტა­რის ნი­ჭის გა­მო­ყე­ნე­ბა რო­მას­თ­ვის უფ­რო სა­სარ­გებ­ლოდ ხომ არ შე­იძ­ლე­ბა? გა­დავ­წყ­ვი­ტე, ფსი­ქო­ლოგს - ქალ­ბა­ტონ ირი­ნა ტა­ბუ­ცი­ძეს (პრაქ­ტი­კუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის ცენტრ "პი­კის" დი­რექ­ტო­რი) დავ­კავ­ში­რე­ბო­დი, რომ­ლის­გა­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხი მი­ვი­ღე:

- ზო­გა­დად, 2 წლის ბავ­შ­ვებს იმის უნა­რი არ აქვთ, რომ ამ­ხე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­დ­ნენ. ალ­ბათ, ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭია. რო­გორც უნ­და მო­ინ­დო­მოს, ვერც ერ­თი მშო­ბე­ლი ვერ შეძ­ლებს, რომ 2 წლის ბავშვს ამ­დე­ნი რა­მე ძა­ლით ას­წავ­ლოს. რო­გორც ჩანს, ბავშვს თა­ვად აქვს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სურ­ვი­ლი. უბ­რა­ლოდ, სპონ­ტა­ნუ­რად იმახ­სოვ­რებს. ძა­ლი­ან მცი­რე ასაკ­ში, ასე სწავ­ლო­ბენ "ვეფხის­ტყა­ო­სანს", ით­ვი­სე­ბენ უცხო ენებს... ამა­ში სა­გან­გა­შოც არა­ფე­რია და ალ­ბათ, არც გე­ნი­ო­სო­ბის შემ­თხ­ვე­ვაა. ფაქ­ტია, რომ პა­ტა­რას ნი­ჭი აქვს. თუ აინ­ტე­რე­სებს და სწავ­ლობს, ეს პრობ­ლე­მა არ არის.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს