ასპინძასა და ადიგენში ა ჰეპატიტი გავრცელდა

ასპინძასა და ადიგენში ა ჰეპატიტი გავრცელდა

ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ბოლო სამ თვეში, ა ჰეპატიტით 27 ადამიანი დაინფიცირდა. ყველა დაინფიცირებულმა მკურნალობის კურსი ახალციხის სამედიცინო ცენტრში გაიარა, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში სამი წლის ბავშვი მკურნალობს.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, სამი დღის წინ, უდეში დაფიქსირდა. თუმცა, ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უდეში დაავადება ასპინძის სოფელ ხერთვისიდან გავრცელდა, სადაც ვირუსის პირველი შემთხვევა აგვისტოს ბოლოს გამოვლინდა, მასობრივად კი, 8 ოქტომბრიდან გავრცელდა.

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის განმარტებით, დაავადების გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა