რამდენიმე თვის წინ "ამბები.ge" საუდის არაბეთში ერთ-ერთ კულტურულ ფესტივალზე მომხდარი უცნაური ინციდენტის შესახებ წერდა.
საუდის არაბეთიდან 3 მამაკაცი ზედმეტი მომხიბვლელობის გამო დეპორტით გაისტუმრეს. სიმპათიური მამაკაცები საუდის არაბეთში სტუმრად ემირატებიდან იყვნენ და მათ შორის ერთ-ერთი - ომარ ბორკან ალ გალა ფოტომოდელი და მსახიობი იყო. ამ შემთხვევის შემდეგ შესაშური გარეგნობის ომარმა ქალების გული დაიპყრო. ომარის ფოტოების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში "ფეისბუქზე" გახსნილი მისი გვერდი მილიონზე მეტმა ქალმა დაალაიქა.
თუმცა, რამდენიმე თვის წინ მამაკაცმა ჟურნალისტებს გულახდილად განუცხადა, რომ დეპორტის მიზეზი არა გარეგნობა, არამედ სულ სხვა იყო.
"ცუდ დროს ცუდ ადგილას მოვხვდი. დეპორტის მიზეზი გარეგნობა არ ყოფილა. ყველა ქალის მადლობელი ვარ. ჩემი გულშემატკივრებისგან თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ", - განაცხადა მან LATINOS POST-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ომარის სიტყვებს ღონისძიების ორგანიზატორებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ "ომარმა რამდენჯერმე მიიღო შენიშვნა, რადგანაც წვეულებაზე შეუფერებლად ცეკვავდა".

მომზადებულია LATINOS POST-ის მიხედვით.