სოსო თოლორაია ძმას - "ღმერთს უფრო დიდი გეგმები აქვს შენზე, ვიდრე "კია" და ბაითი"

სოსო თოლორაია ძმას - "ღმერთს უფრო დიდი გეგმები აქვს შენზე, ვიდრე "კია" და ბაითი"

მომღერალი სოსო თოლორაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" ძმის, კოტიკო თოლორაის გამოთიშვას ეხმაურება.

"კოტიკო მიყვარხარ გულში და გილოცავ, დღეს მთავარანგელოზის ხსენების დღეა. როგორც აღმოჩნდა, ღმერთს უფრო დიდი გეგმები აქვს შენზე, ვიდრე "კია" და ბაითი. მეამაყები როგორც არასდროს და შენი სიმწრის ღიმილიც კი, ეკრანზე რომ ანათებს, ჩემი ყველაზე უებარი წამალია. წარმატებები ვუსურვოთ დარჩენილ კონკურსანტებს! მადლობა ანი ჯაჯანიძის ოჯახს ასეთი შვილის გაზრდისთვის და ჩერტკოევის მშობლებსაც გავუგზავნოთ დიიიიიდი მოკითხვა, ეს ისე, ხუმრობით. სიმართლე კი ისაა, რომ ხვალ ახალი დღე მოვა . უფრო მაგარი .... I promiss broo. დღეს კი ეს ვიკმაროთ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის და უუუუუუამრავ გულშემატკივარს. მიყვარხართ გულში!!!", - წერს სოსო.

გუშინ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგ შოუში აუთსაიდერთა რიცხვში აღმოჩდნენ გიორგი ყიფშიძე და კოტიკო თოლორაია. საბოლოოდ პროექტი მაყურებელთა გადაწყვეტილებით კოტიკომ დატოვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს