აფხაზეთში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პასპორტი ექნებათ

აფხაზეთში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პასპორტი ექნებათ

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ახალი პასპორტების დამზადების საკითხზე კომპანია "Гознак"-ის დამცავი ტექნოლოგიების მთავარ სპეციალისტს და გაყიდვების მენეჯერს შეხვდა. კომპანია "Гознак"-მა თანამედროვე სტანდარტების პასპორტის შექმნის მზადყოფნა გამოთქვა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებული პასპორტი არ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მისი გაყალბება მარტივია.

როგორც "აფსნიპრესი" დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, შიდა პასპორტების გაცემაში დარღვევებია და დამზადებული პასპორტების გაყალბება შავი ზღვით ტრასპორტირების დროსაც მოხდა. ეს მაშინ, როცა თურქეთიდან აფხაზეთში გამოგზავნილი პასპორტების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ჩაუვრადა ხელში.

დამცავი ტექნოლოგიების მთავარი სპეციალისტის, ალექსანდრე მოჩალოვის თქმით, უსაფრთხოების დაბალი მაჩვენებელი აფხაზურ პასპორტზე ჯერ კიდევ 2009 წელს შენიშნეს.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა