ქუთაისი წყალმომარაგების პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად 65 მილიონ დოლარს მიიღებს

ქუთაისი წყალმომარაგების პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად 65 მილიონ დოლარს მიიღებს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, ქალაქში ნომერ პირველ პრობლემად წყალმომარაგების დაუსრულებელი პროექტი დაასახელა  და განაცხადა, რომ მალე ქალაქს ეს პრობლემა საბოლოოდ მოეხსნება.

"აზიის განვითარების ბანკთან" ამ საკითხზე დაწყებულია აქტიური მოლაპარაკებები. დოკუმენტებზე ხელი ჯერჯერობით არ მოგვიწერია, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისი 65 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც ქალაქში წყალმომარაგების პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს", - განაცხადა მურღულიამ.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ქუთაისის ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემების მიუხედავად, ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ დაემუქრება.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა