ეს არის ისტორია ობოლ ციყვზე, სახელად რობიზე, რომელიც ტელეარხ BBC Wildlife -ის თანამშრომელმა, პოლ უილიამსმა შრი-ლანკის ტყეში იპოვა. თავდაპირველად ციყვი გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოგვიანებით შეამჩნიეს, რომ სუნთქავდა და თბილ პლედში გადახვეული ხის ქვეშ დატოვეს.
გადამღები ჯგუფი იმედოვნებდა, რომ ციყვს დედა მიაგნებდა, თუმცა მეორე დღეს ახალშობილი ციყვი ისევ იმ ადგილზე დახვდათ. მათ სპეციალური თბოკამერებიც ჩართეს, რათა ციყვის ბუდესთვის მიეგნოთ, მაგრამ ის ვერ აღმოაჩინეს. ამიტომ ციყვუნია პოლ უილიამსმა სასტუმროს ნომერში წამიყვანა. დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, სასტუმროს ბინადარი თანამშრომლებმა დაიტოვეს. მათ განაცხადეს, რომ ციყვს გაზრდიან და შემდეგ გაუშვებენ ბუნებაში.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.