ანუკი არეშიძის კიევში გამართული ახალი კოლექციის ჩვენებაში ირინა შეიკი მონაწილეობდა

ანუკი არეშიძის კიევში გამართული ახალი კოლექციის ჩვენებაში ირინა შეიკი მონაწილეობდა

გუშინ კიევში კახი კალაძის მეუღლისა და ბრენდ ANOUKI-ს დიზაინერის, ანუკი არეშიძის ახალი კოლეციის ANOUKI S/S 2014 Fashion Show ჩვენება გაიმართა. ჩვენებაში ცნობილი სუპერმოდელი, პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საცოლე ირინა შეიკი მონაწილეობდა. კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოსტუმი სწორედ ირინა შეიკმა მოირგო. სუპერმოდელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და დიზაინერს წარმატებულ ჩვენებას ულოცავს.

"გილოცავ პირველ ჩვენებას ANOUKI! კოლექცია ძალიან ლამაზი იყო! დიდი მადლობა!", - წერს მოდელი.

კიევში გამართულ ჩვენებას ესწრებოდა ასევე ცნობილი მოდელი სალომე ღვინიაშვილი.

მას შემდეგ, რაც დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძისა და ანუკი არეშიძის გზები გაიყარა, ანუკიმ დამოუკიდებელი ბრენდი ANOUKI დააფუძნა. დიზაინერმა ამავე სახელწოდების მაღაზია კიევში გახსნა, სამომავლოდ კი მაღაზიის გახსნას გეგმავს თბილისშიც.

აღსანიშნავია, რომ ახალი კოლექციის ფარგლებში შექმნილი კაბა ეცვა ანუკის "ნანუკას შოუში" და საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე.

ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა +ვიდეო

იხილეთ ასევე: ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე

ანუკი არეშიძე და ბიჭოლა გაიყარნენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს