პაციენტი გარდაიცვალა, რადგანაც ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანის გასაღები ვერ იპოვეს

პაციენტი გარდაიცვალა, რადგანაც ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანის გასაღები ვერ იპოვეს

ინგლისში, დერბიშირის საგრაფოში 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა, რადგანაც სასწრაფო დახმარების ექიმებმა მანქანის გასაღები ვერ იპოვეს.

მამაკაცი გოლფის მოედანზე ცუდად გახდა და გულის შეტევა დაემართა. გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მხოლოდ იმიტომ ვერ მივიდა, რომ ექიმებს გასაღები დაეკარგათ.

ნაციონალური ჯანმრთელობის სერვისი ინციდენტს იძიებს. "ვცდილობთ დავხვეწოთ ჩვენი პროგრამა და გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი", - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სიუ ნოისი.

სამართალდამცავები ინციდენტს იძიებენ. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს