გიორგი ჯანელიძე - იმედია ეკლესია საკუთარ წიაღში იპოვის გაჯანსაღების გზებს

გიორგი ჯანელიძე - იმედია ეკლესია საკუთარ წიაღში იპოვის გაჯანსაღების გზებს

იუმორისტი და ტელეწამყვანი გიორგი ჯანელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ვარდების რევოლუციის" მე-10 წლისთავს აჯამებს.

"ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავთან დაკავშირებით:

პირველი პრეზიდენტი წავიდა სისხლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ.

მეორე პრეზიდენტი წავიდა უსისხლო რევოლუციით.

მესამე პრეზიდენტი წავიდა არჩევნებით.

სწორედ ამიტომ, უცხოური არასამთავრობოების კითხვარის ტრადიციულ კითხვაზე: ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა თუ არა? ვპასუხობ ხოლმე - დიახ", - წერს ჯანელიძე.

ტელეწამყვანი ბოლო წლების განმავლობაში ეკლესიის გავლენის ზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"რელიგური რადიკალიზმი და სიბნელე, რომელიც საპირისპიროდ პროგრესირებს ,ამაზე რას ვიტყვით? ეგ როგორ თავსდება მაგ ლოგიკაში?", - ეკითხება ჯანელიძეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მეგობარი, რაზეც ის პასუხობს:

"სასულიერო პირთა მადასაც აქვს ზღვარი. ჩვენთან, მიუხედავად გადაცდომებისა, კლერიკალები სახელმწიფოს გასანადგურებლად ჯერ არ გამოსულან.

ბოლო 23 წლის მანძილზე, ეკლესიის გავლენა იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ შეუძლებელია მისი მოღვაწეობის ხარისხი ისეთივე ტემპით გაზრდილიყო. მოსახლეობაში თითქმის აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. იმედია საკუთარ წიაღში იპოვიან გაჯანსაღების გზებს და ერი და ბერი ერთად ვივლით წინ, გიორგობა დღეს, აბა მეტი რა გითხრათ?!", - წერს ჯანელიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს