"ფრი" და "ჩიფსები" კიბოს გამომწვევ ნივთიერებას შეიცავენ

"ფრი" და "ჩიფსები" კიბოს გამომწვევ ნივთიერებას შეიცავენ

ხრაშუნა კარტოფილი "ფრი" და "ჩიფსები" ზედმეტი ცხიმიანობისა და მარილის შემცველობის გამო ჯანსაღ საკვებად არასოდეს მიიჩნეოდა. ახლა კი მეცნიერებმა ის მიზეზებიც აღმოაჩინეს, რის გამოც ამ საკვებს ახლოს აღარავინ უნდა გაეკაროს. აღმოჩნდა, რომ ამ საკვების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერება "აკრილამიდი" კიბოს გამომწვევია.

მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ აკრილამიდი კარტოფილსა და ცომეულში მაშინ წარმოიქმნება, როცა მათ ცხიმში ფერის გამუქებამდე წვავენ. აქედან გამომდინარე, ეს საშიში ნივთიერება გროვდება როგორც "ფრისა" და "ჩიფსებში", ასევე ე.წ. "სუხარიკებში", "პეჩენიებში", კრეკერებსა და ყავაშიც კი.

აკრილამიდის ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნივთიერების მაღალმა დოზამ საცდელ მღრღნელებს სიმსივნე განუვითარა. ადამიანისთვის ამ ნივთიერების სარისკო დოზა ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებით შეშფოთებულია და საკითხის დამატებით შესწავლას ითხოვს.

სპეციალისტები მწარმოებლებს ურჩევენ პროდუქციის შესაქმნელად ისეთი ჯიშის კარტოფილი გამოიყენონ, რომელშიც შაქრის შემცველობა დაბალია. ასევე ურჩევენ შეამცირონ ფრიტიურში წვის ტემპერატურა და პროდუქციის შენახვის მეთოდები. მათი თქმით, კარტოფილის უფრო მსხვილ ნაჭრებად დაჭრაც პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს