აქტიურ მწეველებსაც კი, მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჯანმრთელობის აღდგენა სწრაფად შეუძლიათ

აქტიურ მწეველებსაც კი, მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჯანმრთელობის აღდგენა სწრაფად შეუძლიათ

ხანგრძლივ მწეველებსაც კი, რომელთაც მოწევას 65 წლის შემდეგ დაანებეს თავი, გულის დაავადებებით გარდაცვალების რისკი შეუძლიათ არამწეველი ადამიანის მაჩვენებლამდე შეამცირონ. 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო სწრაფად უმჯობესდება, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ.

გავრცელებული მოსაზრებით, აქტიურ მწეველებს გულის დაავადებების რისკი მოწევაზე უარის თქმიდან მხოლოდ 15 წლის შემდეგ უმცირდებოდათ.

ალაბამას უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში 853 ყოფილი მწეველის მონაცემები გააანალიზეს, რომელთაც მოწევას კვლევამდე მაქსიმუმ 15 წლის წინ დაანაბეს თავი და ასევე 2557 ადამიანის მონაცემები, რომელთაც არასდროს მოუწევიათ.

აღმოჩნდა, რომ აღდგენა გაცილებით სწრაფად ხდება. ექიმ ალი აჰმადის თქმით, გამოკვლეულთა 50%-ის შემთხვევაში ჯანმრთელობის აღდგენა სიგარეტზე უარის თქმიდან 8 წლის შემდეგ დასრულდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი ბევრს ეწეოდა, სიგარეტზე უარი სიკვდილის რისკს 35%-ით ამცირებდა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს