"თუ არ მოგწონთ ჩინელების პროდუქცია ნუ იყიდით, თუ არ გინდათ მიწა დაამუშაონ ჩვენ თვითონ დავამუშაოთ"

"თუ არ მოგწონთ ჩინელების პროდუქცია ნუ იყიდით, თუ არ გინდათ მიწა დაამუშაონ ჩვენ თვითონ დავამუშაოთ"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოში მცხოვრები ჩინელების მიმართ ქართველების დამოკიდებულებაზე წერს.

"თქვენი აზრით ჩინელების მიმართ ქართველები გამოვხატავთ სტუმართმასპინძლობას? ჩინელებმა შეგვჭამესო, მილიონჯერ მომისმენია ეს ფრაზა და რა გგონიათ, ისინი ვერ გრძნობენ ამას? რომ ჰკითხო ამ ფრაზის მთქმელს, რა დაგიშავა შენ პირადად ჩინელმაო, ვერ გიპასუხებს... მახსენდება 20 წლის წინ უკრაინაში ვიყავი და უკრაინელები კორეელებსა და ჩინელებზე ამბობდნენ შეგვჭამესო, ჰექტრობით მიწები აქვთ აღებული იჯარით და ყველაფერი ბაზარში უკვე ამათიაო, მეც გულუბრყვილოდ ვიკითხე, კი მაგრამ, რომელიმე თქვენგანს ბარი ან თოხი წაგართვეს, ან თქვენ რატომ არ ამუშავებთ მიწას მეთქი, გაკვირვებულებმა შემომხედეს და მითხრეს მიწაზე მუშაობა არ არის მომგებიანიო... წლეების წინ რაც უკრაინაში ხდებოდა იგივეა დღეს დაახლოებით ჩვენთანაც... ხალხო თუ არ მოგწონთ ჩინელების პროდუქცია, ნუ იყიდით, თუ არ გინდათ მიწა დაამუშაონ, ჩვენ თვითონ დავამუშაოთ, ხოლო თუ გვეზარება ის მაინც ვაღიაროთ, რომ ჩინელები საოცრად შრომისმოყვარე ხალხია და ნუ ვლანძღავთ, ნუ ვიქცევით რასისტებივით!", - წერს ხაბაზი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა, რომელშიც "ჩინელი ბიჭი" დედას საქართველოში მისი ყოფის შესახებ სწერს.

იხილეთ ასევე: ინტერნეტჰიტი: ჩინელი ბიჭის წერილი საქართველოდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს