პარლამენტის შენობა - "ქართული ლუვრისთვის"?

პარლამენტის შენობა - "ქართული ლუვრისთვის"?

უცხოეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი გენო ცაავა, საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას ღია წერილით მიმართავს. ესპანეთში მოღვაწე რეჟისორი პარლამენტის ყოფილ შენობაში კულტურული და სამუზეუმო ცენტრის - პირობითი სახელწოდებით ''ქართული ლუვრის'' დაფუძნების იდეით გამოდის და როგორც მისი წერილიდან ირკვევა, ამ ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

"თანამემამულენო!

საქართველოზე ფიქრითა და ზრუნვით მცხოვრებო ქართველებო, მინდა გაცნობოთ და გაგიზიაროთ მოსაზრება იმის შესახებ რომ საქართველოში დღეს რეალურად არსებობს დიდი შანსი თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობაში კულტურული და სამუზეუმო ცენტრი - პირობითი სახელწოდებით ''ქართული ლუვრი'' დაფუძნდეს.

ეს იდეა განაპირობა მისი უწმინდესობის ნათქვამმა, რომელსაც განცხადებული ჰქონდა, რომ თბილისში უნდა შეიქმნას კულტურული ცენტრი.

''ქართული ლუვრი''-ს შექმნის იდეის თაობაზე 2005 წლიდან ვფიქრობ და ამ საკითხზე პირველი პატრიარქთან მქონდა საუბარი.

ამ იდეაზე ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთანაც მქონდა საუბარი, რომელმაც თქვა: - "რომ მუზეუმის საცავებში სამ მილიონზე მეტი ექსპონატია, რომელსაც დღის შუქი არ უნახია და ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ იყოს ამ უმნიშვნელოვანეს იდეას პირველ რიგში განახორციელებდა-ო".

მე და ბატონ რეზო ჩხეიძეს ამ საქმის მოგვარების კონკრეტული და საინტერესო გეგმებიც გაგვაჩნდა...

მოკლედ, ეს იდეა ვინც კი გაიგო ყველა აღფრთოვანებული იყო!!!...

ამ პროექტზე ასევე კულტურის ყოფილ მინისტრთან ნიკა რურუასთანაც ოფიციალურად მქონდა საუბარი.

მომავალი მუზეუმის მთლიან კომლექსში საქართველოს ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის მოიაზრება:

დღეს ნამდვილად ის დროა, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და საზოგადოების აქტიური ჩართვით დედაქალაქის ცენტრში ისტორიული იდეა - კულტურული ცენტრი ''ქართული ლუვრი'' დაფუძნდეს და უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, უფლის ნაკარნახევი იდეა - თავისი ბრწყინვალებით განხორციელდეს...

1. ყოფილი პარლამენტის მიწაზე, მომავალ სამუზეუმო კომლექსში - 1865-1866 წლებში აგებული ალქსანდრე ნეველის სახელობის ტაძრისა და ამავე ტაძრის ეზოში 1921 წელს კოჯორთან დაღუპული ქართველი იუნკრების სამარხის არსებობა, საგანგებოდ ძალზე საინტერესოდ განსახიერდება...

2. თბილისის ახალგაზრდობის სასახლე თავისი მშვენიერებით, სასურველია მომავალ სამუზეუმო კომლექსის ერთ-ერთ ფლიგელში განთავსდეს და კომფორტულად მოეწყოს; ხოლო ვრცელი ბაღით XIX საუკუნის თბილისის გამორჩეული მეფისნაცვლის შენობაში, (ყოფილი პიონერთა სასახლე) მომავალში დამკვიდრდეს - სამეფო რეზიდენცია, რათა უახლოეს დროში ქვეყანამ ისტორიული სამართალი აღიდგინოს და საქართველო კონსტიტუციურ მონარქიად ჩამოყალიბდეს - საქართველოს სამეფო გახდეს და კონსტიტუციურად წარმომადგენლობითი ფუნქციის მქონე პრეზიდენტი - მეფემ ჩაანაცვლოს!

წმინდა ილია მართალის შეგონებაა!

"ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს.

ვფიქრობ, რომ ქართულ ცნობიერებაში დადგა ის დრო, როცა საპარლამენტო და პოლიტიკური ცხოვრება რუსთაველის გამზირზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ყოფილ პარლამენტის შენობაში "ქართული ლუვრი" დაფუძნდეს" - ნათქვამია ღია წერილში.

იხილეთ სრულად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა