ბარბარე რაფალიანცის ბაბუის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბარბარე რაფალიანცის ბაბუის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ბარბარე რაფალიანცის ბაბუა ილია მექერიშვილი უცნობმა პირებმა საკუთარ ეზოსთან სცემეს. მექვაბიშვილს ტრამვები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. ოჯახის ინფორმაციით, ეს მათი დაშინების პირველი შემთხვევა არ არის.

"საღამო იყო, დაახლოებით 8-ის ნახევარი. ეზოში შუქი არ გვაქვს და მამა სახლამდე მეზობელმა მოაცილა. შემოსასვლელთან, უცნობი პირები ზურგის მხრიდან დაესხნენ თავს. თავის არეშია ნაცემი, ტვინის შერყევაც აქვს. სიბნელის გამო სახეების გარჩევა ვერ მოახერხა, თან გონებაც დაკარგა. როგორც ამბობს, ორი ახალგაზრდა იყო. ბარბარე 23 ნოემბერს იყო დაბადებული და მამას უთქვამს ქუჩაში, ბარბარე მიწაში ხდება ორი წლის და მკვლელი მას უნდა დავამგზავროვო. ვფიქრობ გვისმენენ" , - ამბობს ბარბარე რაფალიანცის დეიდა.

გურჯაანის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცავებმა ოჯახის წევრები უკვე დაკითხეს. დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ჯერჯერობით დაუდგენელია, თავდამსხმელთა ვინაობა", - აცხადებს პროკურორი თინათინ ზუბაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა