სოფელ ახაშენში მიკროავტობუსი ცხენს შეეჯახა

სოფელ ახაშენში მიკროავტობუსი ცხენს შეეჯახა

გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ახაშენში, "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი ცხენს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ცხენი ადგილზე მოკვდა. მიკროავტობუსში მჯდომი ერთ-ერთი ქალბატონი მძიმედ დაშავდა, შუახნის მამაკაცის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

"შუახნის მამაკაცს ლავიწის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაცია ჩაუტარდა. სტაბილურად მძიმეა ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც მუცლის ღრუს და გულ-მკერდის ოპერაციები უტარდება", - აცხადებს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი იოსებ მგალობლიშვილი.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა