რა დაგიჯდებათ წყალქვეშა სასტუმროში ღამის გათევა

რა დაგიჯდებათ წყალქვეშა სასტუმროში  ღამის გათევა

აფრიკაში მსოფლიოში მეორე წყალქვეშა სასტუმრო გაიხსნა.

სასტუმრო Manta Resort-ისთვის დიზაინი შვედ მხატვარ მიქაელ გენბერგს ეკუთვნის. ამ დიზაინერს ასევე ეკუთვნის მსოფლიოში პირველი წყალქვეშა სასტუმროს ნომერი, რომელიც შვედეთის ერთ-ერთ ტბაზე გაკეთდა.

სასტუმრო  კუნძულ პემბასთან, ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და ის წყლის სიღრმეში უფრო ქვევითაა ”ჩასული”, ვიდრე მისი შვედური ანალოგი. სასტუმროს ნომერი 4 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

სასტუმროს ნომერში შესაძლებელია წყალქვეშა სამყაროს სილამაზით ტკბობა. ასეთ ნომერში ღამის გათევა  ერთი ადამიანისთვის 900 $, ხოლო წყვილისთვის 1500$ ღირს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია  fototelegraf.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს