ქუთაისში, მერიის მიმდებარედ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია ფონდ "სოხუმის" ორგანიზატორობით გაიმართა. "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მამაკაცებმა ძალადობის ნიადაგზე 7 ქალი მოკლეს", - განუცხადეს აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს.
"გაეროს მონაცემებით ყოველ მესამე ქალზე ახორციელებენ ძალადობას მსოფლიოს მასშტაბით. საგანგაშო მდგომარეობაა საქართველოშიც და ამ კუთხით სტატისტიკა არც იკლებს", - განაცხადა ფონდ "სოხუმის" თავმჯდომარემ ალა გამახარიამ.
ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია, ყოველწლიური 16 დღიანი საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.