"ანაკლიის პორტის" მიზანშეწონილობის კვლევას საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს

"ანაკლიის პორტის" მიზანშეწონილობის კვლევას საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს

"ანაკლიის პორტის" ე.წ. მიზანშეწონილობის კვლევას საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ამ მიზნით 5 მლნ დოლარი გამოიყოფა.

"ანაკლიის პორტის ე.წ. მიზანშეწონილობის კვლევა საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსდება. ამისთვის 5 მლნ დოლარი გამოიყო, რომ მოვიზიდოთ მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, რათა მათ შეისწავლონ შავი ზღვის პირას სატრანსპორტო ლოგისტიკური კვანძი, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა იმისთვის, რომ ეს იყოს საბანკო ინსტიტუტებში წარსადგენი დოკუმენტი. ჩვენ გვჭირდება მაღალი ხარისხის კვლევა, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უმაღლესი რანგის კომპანიები მოვიზიდოთ", - განმარტა კვირიკაშვილმა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ