"მის ქუთაისის" სკანდალური კონკურსი და ორგანიზატორის პირველ კომენტარი ინციდენტის შესახებ

"მის ქუთაისის" სკანდალური კონკურსი და ორგანიზატორის პირველ კომენტარი ინციდენტის შესახებ

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში 24 ნოემბერს ჩატარებული კონკურსის - "მის ქუთაისის" შესახებ ორგანიზატორი პირველ კომენტარს აკეთებს. შპს "Like Georgia"-ს გენერალური მენეჯერის მეუღლის, გია პოროხოვის თქმით, მონაწილეების "ოცნების" მაისურებითა და დროშებით გამოყვანა კოალიციის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო.

"ოცნების" დროშებით ბავშვების გამოსვლა თუ საპრობლემოა, არ ვიცი. მიშას დროს ტრანსპორტში ვერ შეხვიდოდით, რომ მათი რეკლამა არ ყოფილიყო და პიარი არ გაეკეთებინათ. ჩვენ არაფერი ისეთი არ დაგვიშავებია. აქ ვინმე "ნაციონალი" რომ ყოფილიყო მშობელი, ბავშვს არ ჩააცმევდა? არავის არაფერი უთქვამს გარდა ერთი-ორი "ნაციონალისა", რომლებიც ქუთაისის წარმომადგენლები იყვნენ და ჟიურიში ისხდნენ," - ამბობს გია პოროხოვი.

პოროხოვი ნომინაციების განაწილების საკითხზე მომხდარ დაპირისპირებასაც ეხება და აცხადებს, რომ ჟიურიმ და ორგანიზატორმა თავიდან ერთმანეთს ვერ გაუგეს. "საბოლოო ჯამში ჩვენი გადაწყვეტილებები ერთმანეთს დაემთხვა. სინამდვილეში ერთი და იმავე კანდიტურა ჰყავდათ ორგანიზატორებსაც და ჟიურის წევრებსაც. რა ვიცი, ბოლოს ყველა კმაყოფილი დარჩა", - ამბობს პოროხოვი.

გია პოროხოვის თქმით, კონკურსს მხარდაჭერას ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი და მერის მოვალეობის ასევე ყოფილი შემსრულებელი კოტე ლომიძე უცხადებდა და კონკურსის შესახებ საქმის კურსში სწორედ ლომიძე იყო.

წყარო: topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა