ლეკვი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ჰგავს

ლეკვი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ჰგავს

ინგლისში, ქალაქ იორკში მცხოვრები ლეკვი, სახელად პატჩი გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს მიამსგავსეს.

ლეკვის პატრონი ლინდა უაითჰედი ხალხის კომენტარებზე, რომ პატჩი პატარა ჰიტლერია, ბრაზდება, თუმცა მისი შვილებიც ხშირად ამბობენ, რომ ძაღლს არა პატჩი არამედ ჰიტლერი, ან ადოლფი უნდა ერქვას. რასაკვირველია, ადოლფსა და ლეკვს შორის გარეგნული მსგავსება ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ მათ სახასიათო ნიშნები - ცალ მხარეს გადაწეული შავი თმა და ულვაში აერთიანებთ.

"ამისთვის თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია - როდესაც ჰატჩის ფოტო "ფეისბუქზე" დავდე, პატარა გოგონამ მომწერა - პატარა ჰიტლერი გყოლიათო. ლეკვს ყველა ადოლფს ეძახის. პატჩი ყველას ძალიან გვიყვარს", - ამბობს ლინდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს