ბრაზილიაში ერთ-ერთ მინდორზე ამოუცნობი წრეები გაჩნდა

ბრაზილიაში ერთ-ერთ მინდორზე ამოუცნობი წრეები გაჩნდა

ნოემბრის დასაწყისში ბრაზილიის შტატ სანტა კატარინაში ერთ-ერთ მინდორზე, სადაც ხორბალი ჰქონდათ დათესილი, უცნაური წრე გაჩნდა. მალე, ადგილობრივებმა ოდნავ მოშორებით მეორე ასეთ წრეს მიაგნეს. ორივე წრის დიამეტრი 54.06 მეტრია. 

ფერმერთა მინდვრებზე მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა, თუმცა ამ დრომდე მომხდარს სამეცნიერო ახსნა ვერ მოუძებნეს. როგორც წესი, ასეთი წრეების გამოჩენა უცხოპლანეტელების თემას უკავშირდება ხოლმე.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ  პირველი რგოლი 2 ნოემბერს დილით, 6-დან 7 საათამდე გაჩნდა. ერთ-ერთი ბრაზილიური უფოლოგიური ჟურნალის რედაქტორი აცხადებს, რომ ადამიანს, ვინც დაამტკიცებს, რომ "მინდვრის მოხატულობა" "გაყალბებულია", 20 000 დოლარით დააჯილდოებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს