სალომე ზურაბიშვილი ახალ პრემიერს პრიორიტეტებს უწუნებს

სალომე ზურაბიშვილი ახალ პრემიერს პრიორიტეტებს უწუნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ამ დღეებში "ქართული ოცნების" ყრილობაზე გაკეთებულ კახი კალაძის განცხადებას აკრიტიკებს და ახალ პრემიერ-მინისტრს პრიორიტეტებს უწუნებს.

"კახა კალაძე: "დღეს დამეკისრა რთული და საპასუხისმგებლო მისია, ირაკლი ღარიბაშვილთნ ერთად - სათავეში ჩავუდგე პარტიას „ქართული ოცნება“.

????????????

ხო და მე კი რაღაც არ მესმის… ესენი ქვეყნის სათავეში დგანან და ზრუნავენ ექსკლუზიურად ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, თუ თავიანთი პარტიის ორგანიზებაზე უნდა დახარჯონ დრო და ფიქრი?… პრემიერობა თუ პარტიის პრემიერობა… ენერგეტიკა თუ პარტიისთვის ენერგიული აქტიურობა? ნუთუ, ისე აწყობილია ქვეყნის საქმეები, რომ ყველაფერს მიხედავენ ერთდროულად და არ დაზარალდება არც ერთი საქმე, არც მეორე ??? პარტიის მშენებლობამდე უფრო საინტერესო იქნებოდა ახალი პრემიერის პრიორიტეტების გაგება და მისი პოზიციების დაფიქსირება: "მცოცავ" საზღვრების "გამყარებაზე", ხუდონჰესის მშენებლობაზე, ოლიმპიურ თამაშების ბოიკოტის საკითხზე, ვილნიუსის სამიტიდან მოლოდინებზე, უკრაინის მოსკოვის წნეხის ქვეშ აღმოჩენაზე, ეკონომიკის გაცოცხლებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ემიგრანტების ღირსეულ დაბრუნებაზე და კიდევ …. განათლება, ჯანდაცვა, პენსიონერები, და მუდამ: სახელმწიფოს გაძლიერება, დამოუკიდებლობის გამყარება…. არ შეიძლება სხვამ მიხედოს პარტიას და ჩვენ კი რეალურად შევაფასოთ, რისი გაკეთებას აპირებს დანიშნული პრემიერი და რას შეძლებს ????", - წერს ზურაბიშვილი.

24 ნოემბერს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალურ მდივნად კი კახი კალაძე აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად მიიღეს. ყრილობის შემდეგ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ წერილი გაავრცელა, რომელშიც პარტიის მიზნებზე ისაუბრა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს