მობილურის ქურდმა პატრონს ტელეფონში ჩაწერილი ნომრები წერილობით გაუგზავნა

მობილურის ქურდმა პატრონს ტელეფონში ჩაწერილი ნომრები წერილობით გაუგზავნა

ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში მცხოვრებმა მობილურის ქურდმა პატრონს ტელეფონში ჩაწერილი ნომრები წერილობით გაუგზავნა.

დაზარალებულ ზოუ ბინს, iPhone მოპარეს და დაახლოებით 1000-მდე საკონტაქტო ნომერი დაკარგა. მან გადაწყვიტა, მობილურის ნომრები დაებრუნებინა: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფურცლები განათავსა, სადაც ქურდს სთხოვდა, რომ ნომრები გამოეგზავნა, სმარტფონი კი დაეტოვებინა. როგორც ჩანს, ზოუს "კეთილშობილი ქურდი" შეხვდა, რადგანაც დამნაშავემ ყველა საკონტაქტო ნომერი ფურცლებზე გადაწერა და დაზარალებულს შესაბამის ადგილას დაუტოვა.

ზოუ აღდგენილი ნომრების დაბრუნებამ ძალიან გაახარა და პოლიციაში სარჩელი აღარ შეიტანა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს