პუტინმა რომის პაპთან შეხვედრაზე 45 წუთით დაიგვიანა

პუტინმა რომის პაპთან შეხვედრაზე 45 წუთით დაიგვიანა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რომის პაპთან შეხვედრაზე 45 წუთით დაიგვიანა. პაპმა ფრანცისკმა რუსეთის პრეზიდენტი ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიიღო, სადაც პონტიფიკი მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

ვლადიმერ პუტინმა პაპ ფრანცისკს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა, საპასუხოდ ვატიკანის ბაღების ნახატიანი მაიოლიკა მიიღო.

ეს ვლადიმერ პუტინის რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის რეზიდენციაში უკვე მესამე ვიზიტია. 2000 წელს იგი იაონე პავლე მეორეს შეხვდა, სამი წლის შემდეგ კი ფრანცისკის წინამორბედ პაპ ბენედიქტ XVI.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს