სარეცხი მანქანა, რომელიც ძაღლის ყეფით ირთვება

სარეცხი მანქანა, რომელიც ძაღლის ყეფით ირთვება

ბრიტანულმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ სარეცხი მანქანა გამოუშვა, რომელიც ძაღლის ყეფით ირთვება. ეს რა თქმა უნდა, ცხოველის გასართობად არ გაკეთებულა, არამედ იმისთვის, რომ იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატრონს ნივთების დარეცხვაში დაეხმაროს.

გაწვრთნილმა ძაღლებმა პატრონების მაგივრად ბევრი რამის გაკეთება იციან, კერძოდ ლოგინის ალაგება ან სარეცხი მანქანის გავსება. მაგრამ კარების გაღება და მოწყობილობის ამუშავება დღემდე არ შეეძლოთ.

JTM Service-ის სარეცხი მანქანა სპეციალური პედლითაა აღჭურვილი, რომელიც კარს აღებს, როდესაც ძაღლი მას თათს ადგამს. მის  გასახსნელად, ძაღლმა სპეციალურ სამაჯურს უნდა ჩამოქაჩოს. სარეცხი ფხვნილი სპეციალურ ნაწილში ჩაიყრება, ამის შემდეგ ძაღლმა მხოლოდ უნდა დაიყეფოს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს