ნიკა გვარამია: მეუფე თეოდორე შეწყალების კომისიაში რამდენად ადეკვატურია

ნიკა გვარამია: მეუფე თეოდორე შეწყალების კომისიაში რამდენად ადეკვატურია

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა დაასახელა, რომელთა შორის არის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე.

შეწყალების კომისიის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ს გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელიც Facebook-ზე წერს:

"მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე შეწყალების კომისიაში რამდენად ადეკვატურია? ვინმეს შეწყალებაზე უარის თქმა მგონი ეწინააღმდეგება მის მრწამსს.

P.S. ელენე თევდორაძეს არ უშველა იუდას ამბორ(ებ)მა :))) არადა, იუდას გაძლიერებულ დიეტაზე იყო, მარა სხვისი იუდა ვის რად უნდა, თავისები ეყოლებათ მალე ბლომად..."

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის ახალ თავმჯდომარედ ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე ელენე თევდორაძე ჩაანაცვლა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს