ცოლ-ქმარი ბისექსუალ საყვარელთან ერთად ცხოვრობს

ცოლ-ქმარი ბისექსუალ საყვარელთან ერთად ცხოვრობს

კალიფორნიაში მცხოვრები ცოლ-ქმარი, რომლებიც მონოგამიას უარყოფენ და თავს პოლიამორისტებს უწოდებენ, ბისექსუალ საყვარელთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

38 წლის კამალა დევისსა და 49 წლის მაიკლ მაკკლურს 6 წლის ვაჟი, დევინი ჰყავთ; მათი საყვარელი 27 წლის ბისექსუალი რეიჩელ რიკარდსია. რეიჩელი წყვილთან ერთად სახლში ოჯახის წევრივით ცხოვრობს და პატარა დევინის აღზრდაშიც აქტიურად ეხმარება, ალაგებს სახლს და გემრიელ სადილსაც ამზადებს.

ბავშვიც ძალიან ბედნიერია და ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ სხვებისგან განსხვავებით, "ორი დედა ჰყავს".

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დევინი ოჯახში არსებულ უცნაურ სიტუაციას ჯერ ვერ აცნობიერებს და აუცილებლად გაუჩნდება უხერხულობის განცდა, როდესაც ზრდასრულ ასაკში მიხვდება, რომ "მეგობრების ოჯახისგან მისი ცხოვრება განსხვავებულია".

მომზადებულია ABC-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს