გასაოცარი მოწყობილობა, რომელიც გემოს შეგრძნებას მუხტის წყალობით იწვევს

გასაოცარი მოწყობილობა, რომელიც გემოს შეგრძნებას მუხტის წყალობით იწვევს

მეცნიერებმა "შაქარყინული" გამოიგონეს, რომელიც მომავალში ტელეშოუების მაყურებლებს მომზადებული კერძების გემოს შეგრძნების საშუალებას მისცემს. მოწყობილობას ადამიანში ყველანაირი გემოს შეგრძნების გამოწვევა შეუძლია.

არსით, იგი მოდიფიცირებული ელექტროდია. "შაქარყინული"  სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის სპეციალისტ ნიმეში რანასინგჰას ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა. მას ენაზე მარილიანი, ტკბილი, მწარე და მჟავე გემოს შეგრძნების გამოწვევა შეუძლია. მოწყობილობა პირდაპირ ენაზე თავსდება. ენაზე გემოს შეგრძნებას მოწყობილობა მუხტის წყალობით იწვევს.

მუხტის სიმძლავრისა და ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილება სხვადასხვა გემოს შეგრძნების შესაძლებლობას იძლევა, ეს გამოგონება სიმსივნით დაავადებულთა რეაბილიტაციისთვის გამოდგება, რომელთაც თერაპიის მსვლელობისას გემოებისადმი მგრძნობელობა უქვეითდებათ ან დიაბეტით დაავადებულთათვის, რომელთაც სიტკბოს შეგრძნება სურთ.

მომზადებულია The Indian Express-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს