ვისთან "დასუნსულებდა" ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე? - ხმაური ქუთაისის საკრებულოში

ვისთან "დასუნსულებდა" ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე? - ხმაური ქუთაისის საკრებულოში

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესა და საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

"ნაციონალმა" დავით გოგისვანიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის და "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე თანამებრძოლები იყვნენ. როგორც გოგისვანიძემ აღნიშნა, ისინი ერთად იბრძოდნენ "ქართული ოცნების" ჩასაძირად და დასამარცხებლად.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ მღვდელაძემ გოგისვანიძეს კონკრეტული ფაქტების მოყვანა მოსთხოვა. "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეს ამჯერად "ნაციონალების" მეორე დეპუტატმა გია უკლებამ უპასუხა, რომელმაც ოპონენტს სამსახურიდან ძმის გათავისუფლების ფაქტი და "ნაციონალებთან" გამართული კონსულტაციები შეახსენა.

"2010 წელს, მამუკას ძმა რომ გაათავისუფლეს, ის "ნაციონალების" და იმერეთის მაშინდელი გუბერნატორის, ლაშა მაქაცარიას კაბინეტში დასუნსულებდა და მისი ძმის სამსახურში დაბრუნებას ეხვეწებოდა. მე არ მახსოვს შენი რეალური ოპოზიციონერობა", - განაცხადა უკლებამ.

წყარო: topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა