ბრიტანელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ჩვენი მომავალი სრულყოფილი პარტნიორი 41 მილში ცხოვრობს.
2 000 გამოკითხული დაქორწინებული წყვილიდან უმეტესობას ერთმანეთთან 40 მილი აშორებდათ. წყვილები ერთმანეთს ძირითადად კლუბსა და ბარში, ან საერთო მეგობრების წყალობით იცნობენ. 2 000 ადამიანიდან 38% ერთსა და იმავე სოფელსა და ქალაქში ცხოვრობდა. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ძალიან ხშირად მომავალი ცოლ-ქმარი ერთმანეთს სრულიად შემთხვევით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებიან, მაგრამ მათი გაცნობა იმ მომენტში არ ხერხდება, ან პირველი შეხვედრისას ერთმანეთით არ ინტერესდებიან. ამასთან, გამოკითხული ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ურჩევნია პარტნიორი მასთან ახლოს ცხოვრობდეს.
"ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ჩვენი მეორე ნახევარი სხვა პლანეტაზე არ ცხოვრობს და სულ რაღაც რამდენიმე მილში გელოდებათ", - ამბობს კვლევის თანაავტორი ბენჟამინ ბაკი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.