ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირებმა საპროტესტო პარაკლისი ჩაატარეს

ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირებმა საპროტესტო პარაკლისი ჩაატარეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ და მათი თქმით, მეჩეთის ეზოში საპროტესტო პარაკლისი ჩაატარეს. სოფელ დიღომის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა დავით ისაკაძე ამბობს, რომ ეს მიწა ქართველი ხალხის სისხლით არის გაპოხილი და ისევ ქართველი ხალხი მინარეთს აშენებს ზედ, რაც დაუშვებელია. "ტელევიზორს ვუყურებდი, რომ გავიგე, ავდექი და წამოვედი. ორი სასულიერო პირი ვართ აქ, მე და მამა გაბრიელი. არავისთვის არ მითქვამს, მაგრამ ყველა გაიგებს. ვინც მონაწილეობს ამ ამბავში, ღვთის წინაშე აგებს პასუხს", - ამბობს მამა დავით ისაკაძე.

მამა დავითის განმარტებით, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს საკმარისი მეჩეთები აქვთ და მინარეთს იმიტომ ამონტაჟებენ, რომ მოძახილი გააკეთონ. მისივე, თქმით მინარეთებისა და მეჩეთების მშენებლობის საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს: "გერმანიაში, შვეიცარიაში, რეფერენდუმი ჩაატარეს. რატომ არ გვეკითხებიან ჩვენ?! მოვითხოვთ რეფერენდუმს".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა