მუსიკა ახალგაზრდა ადამიანებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულებისკენ უბიძგებს

მუსიკა ახალგაზრდა ადამიანებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულებისკენ უბიძგებს

მუსიკა ახალგაზრდა ადამიანებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულებისკენ უბიძგებს, დაასკვნეს კვინსლენდის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა. მათი თქმით, პოზიტიური და დამამშვიდებელი მუსიკა კი შესაძლოა სრულფასოვან თერაპიად იქცეს.

მეცნერებმა ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი გამოკითხეს და გაარკვიეს, როგორ მუსიკას ანიჭებენ უპირატესობას.  გაირკვა, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე პიროვნებებზე სიტყვები, ტემპი და მუსიკის მოდალურობა მოქმედებს. სამწუხაროდ, არ არსებობს უნივერსალური მუსიკალური ჟანრი, რომელიც ყველაზე პოზიტიურად მოქმედებს. ამიტომ აქ საუბარი არ ეხება რეპის, მეტალის ან მაგალითად, პოპ-მუსიკის დაპირისპირებას.

მაგრამ მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა კანონზომიერება დაადგინეს: ადამიანები, რომელიც განსაკუთრებით ენერგიულ საცეკვაო მუსიკას უსმენდნენ, ხშირად "კლუბურ ნარკოტიკებს" მოიხმარდნენ. მათ სპეციალისტები რეგზე (იამაიკური მუსიკალური ჟანრი) კლასიკურ ან მომადუნებელ მელოდიაზე გადასვლას სთავაზობენ. თუ ადამიანს დეპრესია აქვს, მას მეტალის მოსმენას ურჩევენ. ასე იგი ნაროტიკების მოხმარებისგან დაიცავს თავს, როგორც დეპრესიასთან გამკლავების ხერხთან.

საერთო ჯამში, ექსპერტები ტემპზე ამახვილებენ ყურადღებას. იგი გულისცემაზე ახდენს გავლენას. სიმღერის სიტყვები მსმენელის მიერ ხშირად აღიქმება როგორც პირადად მის მიმართ ნათქვამი, რომ არაფერი ითქვას კომპოზიციის ზოგად ხასიათზე.

მომზადებულია The Herald Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს