ისრაელში ბრინჯაოს ხანის მარანს მიაგნეს

ისრაელში ბრინჯაოს ხანის მარანს მიაგნეს

ამერიკელი და  ებრაელი არქეოლოგების ჯგუფმა, ფინიკიელ მეფეთა სასახლის ტერიტორიაზე 3600 წლის წინანდელი ღვინის სარდაფი აღმოაჩინა. ამის შესახებ The New York Times წერს.

სარდაფი არქეოლოგიური ძეგლის თელ-კაბრის ტერიტორიაზე მდებარეობს. ღვინის სათავსოს სულ 35 კვ.მ ტერიტორია უჭირავს, სადაც 40 კერამიკული ჭურჭელს მიაგნეს. ჭურჭელი სიმაღლეში 1 მ-ზე მეტია. კერამიკის კედლებზე აღმოჩნდა ღვინის მჟავის, მარილებისა და ღვინისთვის დამახასიათებელი სხვა ნივთიერებების კვალი. ყველა ჭურჭელში ერთად, დაახლოებით 3 000 ბოთლი ღვინო ინახებოდა.

ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ჭურჭელში ერთი სახეობის ღვინო ესხა. ამის გამო, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სასმელი მკაცრად განსაზღვრული წესით მზადდებოდა. ღვინოში ამატებდნენ: პიტნას, თაფლს, ღვიას, დარიჩინს და ფისს. მეცნიერთა თქმით, ფინიკიელების ღვინო მოგვაგონებს პოპულარულ ბერძნულ ღვინო რეცინას ( Retsina ), რომელსაც ამ დრომდე ამზადებენ ფისის გამოყენებით.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მიუხედავად ამ აღმოჩენის მნიშვნელობისა, ეს არ არის მსოფლიოში ღვინის დამზადების  უძველესი შემთხვევა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს