გოგი გვახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის

გოგი გვახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის

კინომცოდნე და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია "ფესბუქის" საკუთარ გვერდზე ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ წერს.

"ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, არა "ევროპული კანონების" მიღება, არა ბაზრის გახსნა, არამედ საზღვრის გახსნა და უვიზო რეჟიმია. ყველაზე შავბნელი მღვდელიც კი სამკურნალოდ ევროპაში მიდის, რადგან იცის - ევროპა არის ხარისხი:)

თავისუფალი გადაადგილება ევროპაში პირველ რიგში ევროპული ყოფის გაცნობაა. ადამიანები საკუთარი თვალით ნახავენ ევროპულ ქალაქს, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, არაა "სოდომის ბუდე"; დაინახავენ, როგორ ასეირნებენ ინვალიდებს, როგორ ეპყრობიან ბავშვებს, მოხუცებს, როგორ უთმობს გზას მძღოლი ფეხითმოსიარულეს...

არ მაქვს ილუზია, რომ არ გამოჩნდებიან ქართველები, რომელთაც ევროპაში მოგზაურობისას ბოლოკიანი გოჭის თავი არ მოენატრებათ სუფრაზე და იქაური საყურეებიანი ბიჭების დანახვაზე გული არ აერევათ, მაგრამ ასეთი შტერი ბევრი არ იქნება. უმრავლესობის ტვინზე ნამდვილად კარგად იმოქმედებს სუფთა... დიახ, სუფთა ევროპული ჰაერი.

"ნაცმოძრაობამ" რატომ დააგვიანა თავის დროზე და რატომ დაგვასწრო მოლდავეთმა? ეს არ ვიცი და მართლა მაინტერესებს. ასეა თუ ისე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის. თაფლი და კალმახი არაა მთავარი ამ საქმეში:)", - წერს გვახარია.

იხილეთ ასევე: პარაფირების ხელშეკრულება "შალახოს" ფონზე გაფორმდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს