რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წიგნი?

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წიგნი?

აშშ-ის ტერიტორიაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი  Sotheby's-ს აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა. წიგნში 14.2 მლნ დოლარი გადაიხადეს.

1640 წელს კემბრიჯში გამოცემული The Bay Psalm Book (ფსალმუნების წიგნი) ამიერიდან ყველაზე ძვირადღირებული წიგნია. ამასთან, აუქციონის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ ლოტი 15-30 მლნ დოლარად გაიყიდებოდა.

წიგნის მფლობელი გახდა ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი დევიდ რუბინშტეინი (David Rubenstein). ლოტის ყიდვის მომენტში რუბინშტეინი ავსტრიაში იმყოფებოდა და ვაჭრობაში ტელეფონის საშუალებით იღებდა მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განკარგავს ახალ შენაძენს ბიზნესმენი.

აღნიშნული წიგნი მასაჩუსეტსის შტატში 1640 წელს 1700 ეგზემპლარად დაიბეჭდა. ამასთან, ჩვენ დრომდე მხოლოდ 11-მა მოაღწია, რომელთაგან მხოლოდ ხუთია სრულად შემონახული. აუქციონზე გამოტანილი წიგნი ბოსტონში არსებულ ეკლესიას - Old South Church-ს ეკუთვნოდა. გაყიდვიდან მიღებული თანხა ეკლესიის შენობის შენარჩუნებას მოხმარდება.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს