"სოფო ნიჟარაძის არყოფნა დიდი დანაკლისია პროექტისთვის" - ნოე სულაბერიძე

"სოფო ნიჟარაძის არყოფნა დიდი დანაკლისია პროექტისთვის" - ნოე სულაბერიძე

"სოფო ნიჟარაძის არყოფნა დიდი დანაკლისია პროექტისთვის", - "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდუსერი ნოე სულაბერიძე მომღერლის მამის, კახაბერ ნიჟარაძის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტს ეხმაურება.

"მე როგორც "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდუსერი ვთვლი, რომ სოფო ნიჟარაძის არყოფნა დიდი დანაკლისია პროექტისთვის და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რო ძაან ვწუხვარ მომხდარის გამო...", - წერს ნოე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

გუშინ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგ ტურში სოფო ნიჟარაძემ მონაწილეობა ვერ შეძლო. მას მამა გარდაეცვალა. მომღერალმა ეს სამწუხარო ამბავი სცენაზე გასვლამდე, ნახევარი საათით ადრე, შეიტყო. არადა, ცეკვა მომზადებული ჰქონდა და მეწყვილე რამაზ ლაზარიშვილთან ერთად, მოუთმენლად ელოდა მაყურებლისთვის ნომრის წარდგენას...

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მომღერალი პროექტში დარჩენას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს