კონკურენტი მანდილოსნების ადმინისტრაციული "ბრძოლა" კასპში

კონკურენტი მანდილოსნების ადმინისტრაციული "ბრძოლა" კასპში

კასპში კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ნინო ჯინიყაშვილი და თეა გულიკაშვილი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოსაცხადებელ კონკურსში მონაწილეობას ერთდროულად აპირებენ. თეა გულიკაშვილი კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის, ხოლო ნინო ჯინიყაშვილი პარტია "ქართული ოცნების" კასპის ორგანიზაციის ლიდერის რამაზ ბერიანიძის კეთილგანწყობით სარგებლობენ. კასპის საკრებულოში შექმნილ საატესტაციო კომისიას არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ მათგანზე მოუწევს.

თეა გულიკაშვილი ამჟამად, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია. მისი თქმით, თანამდებობაზე დანიშვნამდე "ოცნების" ოფის-მენეჯერი იყო და ახლა მისი ადგილი ნინო ჯინიყაშვილს უკავია. ნინო ჯინიყაშვილი კი ამბობს, რომ მისი კონკურენტის ადგილი სახლშია. "ქართული ოცნების" ოფის-მენეჯერის ფუნქცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მხოლოდ, 2 თვით მქონდა დაკისრებული. ამ ხნის განმავლობაში თეა გულიკაშვილი პარტიის ოფისში, ხოლო მისი საბუთები ოფიციალურ დოკუმენტაციაში არ მინახავს. თქვენ გინახავთ ის "ქართული ოცნების" ოფისში?" - ამბობს ჯინიყაშვილი.

ამ მდგომარეობას კასპის გამგებელი "პარტიულ თამაშობებს" უწოდებს. "კოალიციაში თავისი გეგმები და სურვილები ამოძრავებთ. ვინ ვის მართავს და ვინ ვის თამაშს თამაშობს, ეს ჩემთვის ცნობილია, თუმცა კანონის მიხედვით ყველა პირი თანამდებობაზე კონკურსის შედეგად დაინიშნება. პრივილეგია პარტიული ნიშნით არ მიეცემათ", - აცხადებს გოჩა გოჩიტაშვილი.

იხლეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა