"მინდა ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ და არა ძაღლი" - ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ

"მინდა ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ და არა ძაღლი" - ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ

ანტისანიტარიული პირობები, მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, ფეკალური მასების გროვა შენობის საძირკველში და სახურავიდან ჩასული წვიმის წყალი საცხოვრებელ ოთახებში - ეს პრობლემა, სოფელ გუმათში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ. აღნიშნულ შენობაში 120-მდე დევნილი 20 წელია, რაც კომპაქტურად შეასახლეს. ამდენივე წელია, რაც ისინი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ელოდებიან.

"ბოლოს როდის გავაღე ფანჯარა არც მახსოვს. ავადმყოფ დედაჩემს ყველაზე მეტად სუფთა ჰაერი სჭირდება. მეტი აღარ შემიძლია, უკვე მეც ასაკში ვარ და მინდა მეღირსოს ერთი სუფთა ოთახი, სადაც ვიგრძნობ, რომ ადამიანი ვარ და არა ძაღლი", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

გუმათში მცხოვრები 30 დევნილი ოჯახი სასწრაფო დახმარებას ითხოვს და იმედს იტოვებენ, რომ ამ ახალ წელს მაინც შეხვდებიან ახალ ბინებში.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა